Monday, June 28, 2010

1.პროექტის სახელი:ეგვიპტის პირამიდები

2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ეგვიპტის პირამიდის შესახებ ინფორმაციას.გეომეტრიულად გამოიკვლევენ მას.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ

ინტერნეტში.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან ეგვიპტის პირამიდებს,როგორც მსოფლიოს ერთ–ერთ საოცრებას.გაარკვევენ როდის აშენდა პირამიდები.

აღწერენ როგორც გეომეტრიულ ფიგურას. შექმნიან პირამიდის მაკეტს და გამოთვლიან მის ზედაპირის ფართობს და მოცულობას. ეგვიპტის პირამიდის მაგალითზე სხვადასხვა პირამიდის მოდელის შექმნა,გამოთვლიან მის ზედაპირის ფართობს და მოცულობას.გამოიკვლევენ პირამიდების როლს ხელოვნებაში.შეაგროვებენ ფოტომასალას.

4.მოსწავლეთა ასაკი:/ კლასები:15-18წელი. X-XII

5.ვადები:/ხანგრძლივობა:2თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა,დისკუსია მოძიებულ მასალებზე,

ფიგურის მაკეტის შექმნა,ზუსტი გამოთვლების ჩატარება, ბლოგის შექმნა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას-პირამიდის მაკეტი,ფოტოალბომი.

8.სარგებელი სხვებისთვის:გაიღრმავებენ ცოდნას პირამიდების შესახებ.

9.სამუშაო ენა;ქართული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ.გეგმასთან კავშირი:

· ისტორია:გაეცნობიან ეპოქა

· მათემატიკა:ქმნის სივრცული ფიგურის მაკეტს ზომების მიხედვით და იყენებს პრაქტიკული ამოცანის პრობლემის გადაჭრისათვის.

· ხელოვნება:ამ ადგილის ამსახველი კინოფილმების მოძიება-განხილვა.

· ისტ.-ისტ საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ბლოგის შექმნა.

11.მონაწილე სხვა სკოლებიდან:

12.პროექტის ფასილიტატორისსახელი:ცისანა ლუკავა ქ.გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი.

13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ. გვერდი: